logo
ENG



დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დღეს დატოვებს

31 იან 202009:05
3 წუთის საკითხავი
 
f07ozkj2w5xizyx.jpg

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს.​ ბრექსიტის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებიდან სამი წლის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დღეს, ზუსტად ღამის 12:00 საათზე დატოვებს.

ამ დღეს ლონდონში საპროტესტო აქციით შეხვდნენ პროევროპული გაერთიანების წევრები. ევროკავშირის დროშის ფერებში განათებული პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. საზეიმოდ გააცილეს დიდი ბრიტანეთი ბრიუსელში. ევროკავშირის დედაქალაქში შენობები ბრიტანეთის დროშის ფერებში გაანათეს, დროშებით იყო მორთული ასევე ბრიუსელის ღირსშესანიშნაობებიც. 


close დახურვა