გავრცელებული ინფორმაციით, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.
დღეს საღამოს სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე მოზარდი დაიკარგა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ფორმულა მომხდარის შესახებ შსს-ს დაუკავშირდა. შემთხვევის დეტალებს დაზუსტებისთანავე გაგაცნობთ.