logo
ENG



დიტო სამხარაძის პოსტი, სადაც ზურა ჯაფარიძეს ემუქრებოდა, აღარ იძებნება

10 მაი 202418:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/10/c8js9jphldhtpa2.jpg

ოცნების დეპუტატის, დიტო სამხარაძის პოსტი, სადაც ის გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს აგინებს და ემუქრება, მის Facebook-გვერდზე აღარ იძებნება. 

"ვინც შენ რამე გაპატიოს ან დაგითმოს, ის იყოს უკანასკნელი კაცი. გუშინ უბლატავია, იარაღით დავდივარო, მეც იარაღით დავდივარ, როდესაც შენთან მოვალ, გთხოვ მესროლე, საბაბი რომ მქონდეს და საპასუხო ცეცხლი გაგიხსნა, ღორივით დაგაგდო, შენ დედას, რომ შევე*ი", - წერდა სამხარაძე. 

ცოტა ხნის წინ ორ დღეში უკვე მეორედ, ზურა ჯაფარიძეს ისევ ჩაუსაფრდნენ. მან ჰაერში გაისროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელები გაიქცნენ.

"მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით გირჩი TV-დან გამოვედი, მანქანა განათლების სამინისტროს წინ მყავდა დაპარკინგებული ამ ფოტოზე რომ მანქანაა, მაგას როგორც კი ჩავუარე, გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემსკენ ასევე გაიღო მანქანის მეორე კარიც და მეორე ვირთხაც აპირებდა გადმოსვლას ჰაერში ვისროლე და დავემუქრე პირველი ვირთხა ისე სწრაფად გაიქცა, ვერ დავინახე სად შეძვრა ეს მერსედესი ადგილზე დაბუქსავდა და სწრაფად დაეშვა მიწისქვეშა გვირაბში ბევრი მოწმე იყო გარშემო, დაადასტურებენ რასაც ვწერ თუ საჭირო გახდა", - დაწერა ჯაფარიძემ.


close დახურვა