დღეს დილით დააკავეს დროას წევრი ნიკო ქვაცაბაია.
პარტიის ცნობით, სავარაუდოდ, იგი სახლიდან გამოსვლის შემდეგ, ქუჩაში აიყვანეს. პარტიაში აცხადებენ, რომ 4 საათის განმავლობაში, შსს-სგან მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
ამ წუთამდე, კვლავ არ იციან, რომელ იზოლატორშია გადაყვანილი ქვაცაბაია, ან რა მუხლის საფუძველზე დააკავეს.