დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 102 წელი გავიდა. 1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ ამიერკავკასიის დამოკრატიული ფედერაციული რესპულიკა დაშლილად გამოაცხადა, რის შემდეგაც, ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი წაიკითა.
ქვეყანაში ეს დღე ყოველწლიურად მასშტაბურად აღინიშნება, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებები წელს არ გაიმართება. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კი დამოუკიდებლობის დღეს ვაზიანში, თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს.