logo
ENG



ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის 6.6 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ

25 სექ 202618:43
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/25/wz3hc50ihgiiald.png

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის 6.6 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ. 

კალასის თქმით, ეს კარგი ამბავია უკრაინისთვის და ცუდი ამბავია რუსეთისთვის.

"900 მილიონი ევრო უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიას მოხმარდება. 1 მილიარდი ევრო აღჭურვილობის ერთობლივ შესყიდვას დააფინანსებს. ხოლო 4.7 მილიარდი ევრო წევრ სახელმწიფოებს აუნაზღაურდებათ, რომელთაგან ზოგიერთმა უკვე განაცხადა, რომ მიღებულ თანხას უკრაინას გადასცემს", - ნათქვამია განცხადებაში. 

კალასმა აღნიშნა, რომ მოსკოვის ჰიბრიდული თავდასხმები ევროპის დაშინებასა და უკრაინის მხარდაჭერის შემცირებისკენ მის დაყოლიებას ისახავს მიზნად, მაგრამ ევროპა საპირისპიროს აკეთებს.


close დახურვა