logo
ENG



ევროკავშირი მზადაა, საგამოძიებო ჯგუფი გაგზავნოს უკრაინაში ომის დანაშაულის აღსაწერად

05 აპრ 202208:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/05/xyu4vjdgu0gsuex.jpg

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზადაა, უკრაინაში ომის დანაშაულების აღსაწერად საგამოძიებო ჯგუფი გაგზავნოს.

"ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკი მკვლელობის შესახებ. ევროკავშირი, უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, მზად არის, გაგზავნოს ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი ომის დანაშაულების დოკუმენტირებისთვის", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ტვიტერზე.

მანამდე, იგი გამოეხმაურა უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსების მიერ მშვიდობიანი უკრაინელების დახოცვას და დაწერა, რომ სასწრაფოდ საჭიროა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება. 

რუსმა სამხედროებმა მხოლოდ ბუჩაში 300-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. დაღუპულების დიდი ნაწილი მასიურ სასაფლაოზე იპოვეს, ნაწილი კი ქალაქის ქუჩებში.

 

 


close დახურვა