logo
ENG



ევროკავშირმა ბელარუსისთვის სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

14 აგვ 202020:37
3 წუთის საკითხავი
clock 1336
iffo6zimebos0g4.jpg

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბელარუსისთვის სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვაკი ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, სანქციების სია უახლოეს დღეებში იქნება შემუშავებული.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 9.9% მოპოვება შეძლო. 

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ.  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათობით ადამიანი დაშავდა, 2 კი გარდაიცვალა.


close დახურვა