logo
ENG



ევროკომისია: საქართველოში არჩევნების შემსწავლელი მისია უახლოეს კვირებში ჩამოვა

20 ნოე 202421:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/20/ie89oikgofxwrx2.jpg

ევროკომისიის სპიკერის პიტერ სტანოს თანახმად, საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დარღვევების შესწავლის მიზნით ტექნიკური მისია უახლოეს კვირებში ჩამოვა.

ეს პიტერ სტანომ რადიო თავისუფლებას განუცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს მზადება. 

"საამისოდ მზადება მიმდინარეობს. მისიის შესახებ უფრო მეტი დეტალი შესაფერის დროს გახდება ცნობილი", - უპასუხა პიტერ სტანომ წერილობით რადიო თავისუფლებას.

საქართველოში ტექნიკური მისიის გამოგზავნის შესახებ 18 ნოემბერს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს. 

ჯოზეფ ბორელის თქმით, მისიის მიზანია, გაანალიზოს, თუ რა მოხდა არჩევნებზე. 

"ეს იქნება ტექნიკური მისია და ტექნიკური მისიის მიზანი გახლავთ გაანალიზდეს სიტუაცია ადგილზე, რა მოხდა არჩევნებზე და ეს ინფორმაცია უნდა იყოს თანმიმდევრული და არჩევნებს თვითონ პრეზიდენტი აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და აპროტესტებს და რა თქმა უნდა, არჩევნების შედეგებმა ძალიან დიდი შეშფოთება წარმოქმნა ევროპაში უკუსვლის გამო. სიტუაცია უნდა შემოწმდეს, გაანალიზდეს და ამაზე იქნება აგებული ტექნიკური მისია", - თქვა ჯოზეფ ბორელმა. 


close დახურვა