logo
ENG



ევროპარლამენტი EU-ს მოუწოდებს, უკრაინას წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი მიანიჭოს

01 მარ 202220:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/01/nvbae44w71uydut.jpg

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა არასავალდებულო რეზოლუციას, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირს მოუწოდებს უკრაინას წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი მიანიჭოს. 

ევროპარლამენტში განხილულ რეზოლუაციას 637 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგი იყო, ხოლო 26-მდა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. 

რეზოლუციაში ასევე საუბარია რუსულ აგრესიაზე უკრაინის მისამართით. 

პროცედურულად რეზოლუცია გადაეცემა ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომლებსაც უფლება აქვთ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ და ასევე ყველა წევრ ქვეყანას.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ევროკავშირის წევრმა 8 ქვეყანამ უკვე გამოთქვა თავის პოზიცია. კერძოდ, ისინი მხარს უჭერენ უკრაინის ევროკავშირში დაუყოვნებლივ დაჩქარებას. საუბარია შემდეგ ქვეყნებზე: ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, სლოვაკეთი და სლოვენია. 

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.

 

 


close დახურვა