ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის პარალელურად, ევროპარლამენტარებმა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირეს - მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები, რომლითაც მათი გათავისუფლება მოითხოვეს.
დღეს, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა - სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს და აღნიშნა, რომ ისინი ღვრიან სისხლს არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის, რათა უზრუნველყონ უსაფრთხოება, თავისუფლება.
მან მიმართა ქართულ ოცნებასაც და თქვა, რომ არ აქვს აზრი მის მიმართ მუქარების გაჟღერებას, რადგან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ყველაფერს გააკეთებს.