ევროპულმა და კანადურმა მობილურმა ოპერატორებმა უკრაინაში ზარების განხორციელება უფასო გახადეს. ამით მათ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
საუბარია: ავსტრიის, გერმანიის, შვეიცარიის, ფინლანდიის, სლოვაკეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, შვედეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ხორვატიის, სერბეთის, ბოსნია ჰერცოგოვინას და სხვა ევროპული ქვეყნების მობილურ ოპერატორებზე.
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.