logo
ENG



ევტუშენკოვი ამბობს, რომ ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთობა არ აკავშირებს, მხოლოდ მეგობრობს

26 აპრ 202214:15
3 წუთის საკითხავი
 

სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენტკოვი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთობა არ აქვს და მხოლოდ მეგობრობა აკავშირებს.

ეს ევტუშენკოვმა ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"ივანიშვილთან საქმიანი არა, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა [მაკავშირებს]. არც არასდროს მქონია [საქმიანი] მაშინაც კი, როცა ივანიშვილს ბიზნესი ჰქონდა, არც გვქონდა კომუნიკაცია, ყოველთვის ვმეგობრობდით"- თქვა ევტუშენკოვმა.

ის ადასტურებს, რომ მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ალი უზდენოვი თბილისში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ევტუშენკოვის მტკიცებით, მათ "დასვენებასთან დაკავშირებით" ისაუბრეს.

გავრცელებულ ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში. 


close დახურვა