logo
ENG



ეზუგბაია: კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან

16 მარ 202010:50
3 წუთის საკითხავი
 
c6781y1f14ce5wb.png

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან საუბრისას კაფე „მთვრალი ალუბლის“ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოში დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან.

„დაინფიცირებულთა შორის ჩვენს კლინიკაში ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან. ყველა დადასტურებული შემთხვევა ჩვენს ცენტრში მოდის. გაცხადდა, რომ რამდენიმე დაწესებულება კორონავირუსის მქონე პაციენტების მიმღები იქნება. 28 პაციენტი არის ჩვენთან და 5 პაციენტი სხვა კლინიკებშია. ჩეხეთის მოქალაქე არც ერთი არაა“, - განაცხადა ეზუგბაიამ. 

შეგახსენებთ, რომ კაფემ „მთვრალი ალუბალი“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დაურეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და აცნობეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩამოვიდა 6 ჩეხი ტურისტი, რომელთაგან 3-ს დღეს აღმოაჩნდა კორონავირუსი. ტურისტები დადიოდნენ აღნიშნულ კაფეში, რომლის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია, ხოლო ორ მათგანს მაღალი სიცხე აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ოფიციალურად ინფიცირებულია 33 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637 პირი.

 


close დახურვა