logo
ENG



ეზუგბაია: ახალი შემთხვევებიდან 2-ის წყარო ბოლნისია

30 მაი 202011:09
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით 11 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისის კლასტერს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი 9 ერთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია.

„11 დადასტურებული შემთხვევიდან 2 ბოლნისის ცნობილი წყაროა, ხოლო დანარჩენი 9 არის ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებული. გრძელდება კვლევა თუ არსებობს ამ წყაროში ინფიცირებულები... ეს პაციენტები გამოკვლეული იქნენ მე-13, მე-14 დღეს. იზოლაციაში იყვნენ ბინაზე“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში, ვირუსის 757 შემთხვევა ფიქსირდება, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 600-ია.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, ამ მონაცემებით, ვირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა.

 


close დახურვა