logo
ENG



ეზუგბაია: თავყრილობები, რომლებიც ბევრი ადამიანის შეკრებას მოიცავს, უნდა შეიზღუდოს

09 სექ 202011:18
3 წუთის საკითხავი
 
8roqow1bypz3xc5.jpg

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ თავყრილობები, რომლებიც ადამიანების დიდი რაოდენობით შეკრებას მოიცავს, უნდა შეიზღუდოს, ან თუ არ შეიზღუდება, არსებული რეკომენდაციების მკაცრად აღსრულება უნდა მოხდეს.

"იმაზე მეტი თავყრილობა, რომელიც რეგულაციის დაცვას საჭიროებს, საშიშროებას წარმოადგენს დაავადების გავრცელების თვალსაზრისით. თავყრილობები, რომელიც ადამიანის დიდი რაოდენობის თავყრილობას მოიცავს უნდა შეიზღუდოს, ან თუ არა შეიზღუდება, არსებული რეკომენდაციების მკაცრად აღსრულება იყო საჭირო. რეგულაციები უნდა შესრულდეს და თუ არ სრულდება მის კონტროლზე და აღსრულებაზე სიმკაცრე უნდა იყოს გამოვლენილი", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ყოველდღიურად სამ, ოთხ და ხუთ ათეულ შემთხვევებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს, მთავარია ყოველდღიურად ასეული შემთხვევები არ დაფიქსირდეს.

"თუ ყოველდღიურად ამდენი მატება დაფიქსირდა, ასეთი მონაცემები არ იძლევა საშიშროებას, რომ ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუმკლავდეს. ჩვენ უბრალოდ ვფიქრობთ, რომ ასეული შემთხვევები არ დაფიქსირდეს. სამი, ოთხი და ხუთი ათეული შემთხვევები ის მონაცემებია, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება", - აცხადებს ეზუგბაია.

საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდააქედან 3 სამედიცინო პერსონალია, 3-ის დაინფიცირების წყარო უცნობია.


close დახურვა