logo
ENG



ეზუგბაია: კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურებულია, პროგნოზი მაინც შეუძლებელია

13 მაი 202010:34
3 წუთის საკითხავი
 

"ჩვენთან ამ ეტაპზე მკურნალობს 34 პაციენტი, საიდაინაც 33 დადასტურებულია",- ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გააკეთა. როგორც ეზუგბაიამ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ არაპროგნოზირებადია. 

"8 ახალი შემთხვევიდან ჩვენთან 2 პაციენტია მოთავსებული. გუშინ კი 6 პაციენტი გაეწერა და ჯამში 97 გამოჯანმრთელებული გყავს. 6-ზე გამოჯანრმთებეული კი მოზარდებია. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი არასწრულწლოვანი დაგვრჩა. ჩვენი კრიტიკული პაცინეტის მდგომარეობა კი დასტაბილურებულია, მაგრამ პროგნოზი მაინც შეუძლებელია. ორი-სამი დღე კიდევ უნდა დავაკვირდეთ. უმეტესად ჩვენთან საშუალო სიმძიმის პაციენტები მკურნალობენ",-აცხადებს ეზუგაბია. 

მისივე თქმით, ცნობილია 8 ახალი შემთხვევის კონტაქტებიც, მათ შორის 4 საკარინტინე სივრციდანაა. 

"8 ახალი პაციენტი გახლავთ, 4 საკარანტინე სირვციდიდანაა და ესაა 11 მაისს დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. დანარჩენი 4 ნაწილდება ასე - ორი საკარანტინე სირვცის კონტაქტია, ერთი ბოლნისი და ერთიც თეთრიწყარო",-აცხადებს ეზუგბაია. 

შეგახსენებთ, საქართველოში დაინფიცირებულთა რაოდენობა ამ ეტაპზე 647-ია.

 

 

 


close დახურვა