თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანამ ეპიდემია დაძლიოს, როგორც სახელმწიფო ვერტიკალის, ასევე საზოგადოების მხრიდან სწორი მოქმედებაა საჭირო.
„პროგნოზირება ყველგან ძალიან რთულია. თუ ჩვენ ყველანი სწორად მოვიქცევით, მთელი ვერტიკალი და მოსახლეობა, იმედია, ასეთ მონაცემებს შევინარჩუნებთ და ეს იქნება საწინდარი იმისა, ვთქვათ, რომ გარკვეულწილად ეპიდემიას დავძლევთ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 615 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან ამოქმედდა, 22 აპრილს კი, კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა და 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათიაგამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.