logo
ENG



ელჩი: უნდა გადავამოწმოთ, კვლავ ვრცელდება თუ არა საქართველოზე ვიზალიბერალიზაციის პირობები

05 ივნ 202400:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/05/nh4az9ti043uyrr.jpg

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი MOVEMENT-თან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ EU-ში საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაიხედება.

ელჩი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება. 

"ჩვენ შევთანხმდით ვიზალიბერალიზაციაზე საქართველოსთან, მაგრამ გარკვეული პირობებით. ახლა კი, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, უნდა გადავამოწმოთ, კვლავ ვრცელდება თუ არა საქართველოზე ვიზალიბერალიზაციის პირობები. ექვსი თვით მის შეჩერებას წევრი ქვეყნების ხმების კვალიფიციური უმრავლესობის მეტი სჭირდება. არა ყველა წევრის, არამედ უმრავლესობის ხმა. და დარწმუნებული ვარ, რომ ის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება და წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ჩემი პრობლემა, როგორც ევროკავშირის ელჩის არის ის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, მოქალაქეები იზარალებენ, რადგან ისინი მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლის პირობებით და ხალხს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს, ეს კი ნამდვილად არ არის ევროკავშირის მიზანი. ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების მისაღებია მომდევნო კვირებში", - ამბობს პაველ ჰერჩინსკი. 


close დახურვა