logo
ENG



ერთ-ერთ ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - როგორია პაციენტების მდგომარეობა

03 აპრ 202011:52
3 წუთის საკითხავი
clock 576

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში ამ დროისთვის 23 კოვიდინფიცირებულ პაციენტს მკურნალობენ. 

მისივე განცხადებით, კლინიკაში ახალი ინფიცირებულები არ შეუყვანიათ. რაც შეეხება ზოგადად პაციენტების მდგომარეობას, ისინი სტაბილურები არიან. 

"ამ ეტაპზე კლინიკაში 53 პაციენტიდან 23 აქვს კოვიდ-19. რაც შეეხება მარნეულელი ქალ, ის მოიხსნა აპარატიდან. მისი მდგომაროება სტაბილურია და ის კონტაქტურია. რაც შეეხება მეორე წლის 80 წლის ქალბატონი, მისი მდგომაროება მკვეთრად გაუმჯობესებულია და ეტაპობრივად ის რამდენიმე დღეში მოიხსნება აპარატიდან. კიდევ ერთი ქალბატონი, რომელიც ასევე ჩამოყვანილია მარნეულიდან, 79 წლის მისი მდგომაროება მისი მდგომაროება კრიტიკულია, თუმცა რჩება პარამეტრებით. გრძელდება მონიტორინგი. რაც შეეხება ახალშობილებს. ხუთივე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. ერთ ახალშობილზე, რომელზეც გვქონდა კორონავირუსის ინფექციის ეჭვი, უარყოფითი პასუხი მოვიდა. 5-ვე ბავშვი მკურნალობას აგრძელებს. ასევე გვყავს 2 ორსული ქალი, ერი 22 კვირის და ერთი 8 კვირის. 22 კვირის ორსულს უტარდება მონიტორინგი და არც დედას და არც ნაყოფს პათოლოგია არ უვლინდება. მეორე ორსულს უფიქსირდება 37 ტემპერატურა. ხორციელდება სიმპტომური მკურნალობა და გართულება არ იკვეთება. სხვა პაციენტები არიან სტაბილურები. ახალი პაციენტები ჩვენთან არ შემოსულან", - განაცხადა ლევან რატიანმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 148 -ე გაიზარდა. აქედან, გამოჯანმრთელებულია 27 პირი.

 

 


close დახურვა