logo
ENG



ერიკა ბადუ ონლაინ კონცერტებს იწყებს

17 აპრ 202012:08
3 წუთის საკითხავი
 

ერიკა ბადუ ონლაინ კონცერტებს იწყებს. წარმოდგენებისთვის მუსიკოსი საკუთარ ონლაინ პლატფორმას ამზადებს, რადგან მისი თქმით, არსებული  საშუალებებიდან მის მოთხოვნებს ვერც ერთი აკმაყოფილებს.

ბადუ, რომელსაც წელს 8 თვიანი მსოფლიო ტურნე ჰქონდა დაგეგმილი, რამდენიმე ონლაინ კონცერტს ჩაატარებს. წარმოდგენები ცოცხალი მუსიკის და სპეციალური განათების თანხლებით გაიმართება. კონცერტის მოსასმენად მსურველებს 1 აშშ. დოლარის გადახდა მოუწევთ. 


close დახურვა