logo
ENG



ესპანეთში უამინდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

23 იან 202009:24
3 წუთის საკითხავი
 

ესპანეთში უამინდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი.

სტიქიამ განსაკუთრებით სანაპირო ზოლი დააზარალა. დიდთოვლობაა კასტელონის პროვინციაში. რის გამოც შეზღუდულია საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა. ასობით ოჯახი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ქარიშხალი სახელწოდებით "გლორია" უკვე მეხუთე დღეა ესპანეთის სამხრეთ რეგიონებს უტევს. სინოპტიკოსების განცხადებით, შტორმი ძალას კარგავს, ქარის სიჩქარე კი, უახლოეს საათებში საგრძნობლად დაიკლებს. 


close დახურვა