logo
ENG



ეხო მოსკვი ლიკვიდირებულია

03 მარ 202213:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/03/yz3drklbwfazeiv.jpg

რადიო ეხო მოსკვი (Эхо Москвы) ლიკვიდირებულია. რადიოსიხშირე გათიშულია. გამორთულია არხის საიტიც. 

გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭომ მიიღო. 

რადიოს დახურვა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, რუსულმა მედიამ უკრაინაში შეჭრას და მიმდინარე კონფლიქტს არ უწოდოს ომი და ინფორმაცია მხოლოდ რუსეთის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელოს. 

ეხო მოსკვი ეთერიდან სწორედ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო გათიშეს. 

მანამდე რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ეხო მოსკვის და დოჟდის საინფორმაციო რესურსებზე წვდომის შეზღუდვა მოითხოვა. პროკურატურის მტკიცებით, ხსენებული მედიები "რუსეთის მიერ დონეცკსა და ლუგანსკის დაცვის სპეცოპერაციის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ". 

მიუხედავად ამისა, რადიოს თანამშრომლები ამბობენ, რომ მუშაობას აგრძელებენ სოციალურ ქსელებში არსებულ პლატფორმებზე: 


close დახურვა