ხელისუფლების უყურადღებობის გამო შესაძლოა, ვალე ადგილობრივებმა დატოვონ. მეორე შახტის დასახლებაში 40–მდე ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. არ აქვთ ბუნებრივი აირი, სასამელი წყალი, საკანალიზაციო საისტემა, სახლები ავარიულია, კედლები დაბზარული. შხაპისთვის ზოგს სიარული ვალედან ახალციხეში უწევს. ადგილობრივ ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ საკითხზე მუშაობენ, მაგრამ ჯერ განსაზღვრული ისიც არაა, რომელი პრობლემის მოგვარებაა პრიორიტეტი.