logo
ENG



ვაშაძე: არანაირ სამართლებრივ ნორმაში არ ჯდება ტროტუარზე დგომის გამო ადამიანი ციხეში გაუშვა

23 იან 202621:27
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/23/bp66uj820s91rju.png

მადლობა ყველა ადამიანს, ვინც აქ არის და ზოგადად იმ ადამიანებს, ვინც მედგრად იბრძვიან. ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის, თავისუფლებისთვის, იმისთვის, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ ქვეყანაში. არანაირ სამართლებრივ ნორმაში არ ჯდება, რომ ადამიანი ტროტუარზე დგას და 5 დღე ციხეში გაუშვა ამისთვის. აღარაფერს ვამბობ სხვა გრძელ პატიმრობებზე.

ჩვენ კი გვსურს, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები, განვავითაროთ დემოკრატია... განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამო ადამიანი ციხეში არ უნდა ჩასვა. მჯერა, რომ მივაღწევთ ამას. თავისუფლებისა და ბრძოლის ჟინი ძლიერია. მთავარია რომ საერთო მიზანი გვაქვს - ესენია: სამართლიანობა, თავისუფლება, ევროკავშირში გაწევრიანება, განვითარებულ ქვეყნებთან ერთად ყოფნა. ეს საერთო მიზნები რომ გვაქვს, რატომ არ შეიძლება, რომ ორგანიზაციულადაც გავერთიანდეთ? ბევრი სიახლე გვჭირდება.

ძალიან პოზიტიური განწყობით გამოვედი. ვფიქრობ, რომ სიმტკიცე, გამძლეობა, თავისუფლება, რასაც ასხივებს ციხეში მყოფი რეჟიმის პატიმრები - ეს ყველაფერი პოზიტიურია. დღეს აქ მოვედი იმიტომ, რომ სხვანაირად არ შემეძლო. ადამიანებს უნდა შევხვედროდი და მადლობა მეთქვა მათთვის იმისთვიოს, რომ აქ დგანან და ამ წნეხის მიუხედავად ასე იცავენ სამშობლოს... მინდა, რომ უფრო მეტად მოვუსმინო ადამიანებს.


close დახურვა