logo
ENG



ვაშაძე: ბუნებრივი ბარიერის მომხრე არ ვარ

15 თებ 202112:44
3 წუთის საკითხავი
 
ვაშაძე: ბუნებრივი ბარიერის მომხრე არ ვარ

სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ის ბუნებრივი ბარიერის მომხრე არ არის.

"მე პირადად, გულწრფელად გეუბნებით, ბუნებრივი ბარიერის მომხრე არ ვარ. რაღაც ბარიერი, 3-2% მაინც უნდა იყოს. 150 კაცი სხვადასხვა [პარტიის] დეპუტატი რომ იყოს, წარმოგიდგენიათ? კატასტროფა იქნება", - ამბობს ვაშაძე პალიტრანიუსის ეთერში.

მისი თქმით, ეს საკითხი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად იმიტომ დააყენეს, რომ სხვებს უნდოდათ.

"ჩვენ კომპრომისზე წავედით, კი ბატონო. რომ იყოს საერთო ოპოზიციური შეთანხმება, მზად ვართ, ეს საკითხი დავთმოთ. შესაბამისად, კომპრომისზე წავიყვანეთ ქართული ოცნება, რომ 0-დან 3%-მდე საუბარი არის, მაგრამ მთლად უბარიერო სისტემაზე ისინი არ წამოვიდნენ. ეს თემა სამჯელოა. ის, რომ ბარიერი დასაწევია 5%-დან, ეს ფაქტია", - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძეს მიაჩნია, რომ ბარიერის დაწევა კრიზისს ვერ მოაგვარებს. 

მამუკა მდინარაძემ 8 თებერვალს განაცხადა, რომ მმართველი პარტია მზადაა, განიხილოს უბარიერო საარჩევნო სისტემა, თუმცა, "ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია".

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემითა და 5%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. პარტია გირჩის პოზიციაა, რომ ნებისმიერი შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით. 


close დახურვა