logo
ENG



ვაშინგტონ იგზემაინერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სტატიას უძღვნის

26 ნოე 201920:53
3 წუთის საკითხავი
 
gdru99j8velgnl2.jpg

„ტრამპი უნდა დაეხმაროს ქართველ ხალხს, რომ მათ მთავრობის ღალატზე რეაგირება მოახდინონ“ - სტატიას ამ სათაურით გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ იგზემაინერი“ ავრცელებს.

ავტორი, ტომ როგანი წერს: „კაპიტალისტი ივანიშვილი, რომელსაც მიდრეკილება აქვს პუტინიზმისკენ, ახდენს საქართველოს დასავლეთთან კავშირის დეგრადირებას". ავტორი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები უმოქმედოდ არ უნდა იყოს,  რადგან  რუსეთის აგრესიისა და ივანიშვილის ბოროტების პირისპირ მყოფ ქართველებს ამერიკის დახმარება სჭირდებათ.

„ქართველები პრო-ამერიკელები არიან და ნაკლებად სავარაუდოა, ივანიშვილმა გაუძლოს ამერიკის კოორდინირებულ ზეწოლას. ნაწილობრივ იმის გამო, რომ ოლიგარქს ბევრი ფული აქვს“, - წერს ტომ როგანი.

ჟურნალისტის აზრით, პრეზიდენტმა ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ  საქართველოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე  გადასვლის მხარდაჭერა ღიად უნდა გამოხატონ. მისივე აზრით, უნდა იმოქმედოს შეერთებული შტატების საელჩომაც და მკაფიოდ აუხსნას „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომ ვაშინგტონის მხარდაჭერა საარჩევნო რეფორმების სწრაფ გატარებაზეა დამოკიდებული. ტომ როგანი ასევე წერს, რომ საელჩომ უნდა გააფრთხილოს ივანიშვილი, რომ მის აქტივებს ქრონიზმი ამერიკული სანქციების რისკის წინაშე აყენებს.

 


close დახურვა