ვლადიმერ პუტინმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს სოჭში უმასპინძლა. რუსეთისა და თურქეთის ლიდერების მოლაპარაკებების მთავარი თემა სირია იყო. ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში შექმნილ კრიზისს ერთობლივად მოაგვარებენ.
სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში 5-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა რამდენიმე საათში იწურება. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ შეერთებული შტატები ანკარასთვის მიცემულ დაპირებას არ შეასრულებს და ქურთი მებრძოლები ტერიტორიას არ დატოვებენ, სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაცია განახლდება.