logo
ENG



ვოლსკი ენმ-სა და ევროპულ საქართველოზე: ტერორისტულ აქტებზეც არიან წამსვლელები

21 დეკ 202018:33
3 წუთის საკითხავი
 
ვოლსკი ენმ-სა და ევროპულ საქართველოზე: ტერორისტულ აქტებზეც არიან წამსვლელები

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძეს აფასებს და აცხადებს, რომ ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყველაფერზე არიან წამსვლელები, მათ შორის ტერორისტულ აქტებზე. კობახიძე "არ გამორიცხავს", რომ 20 ივნისს გავრილოვი, რუსეთი, ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა ერთად მოქმედებდნენ.

ვოლსკის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს ძირითადი სამოქმედო სტრატეგია დესტაბილიზაციაზეა დაფუძნებული.

"მე საერთოდ არ გამოვრიცხავ არაფერს. ნაცმოძრაობა, ევროპული საქართველო, გავრილოვი... ვინაიდან, დღეს სიტუაციას თუ გავაანალიზებთ, თუნდაც, გაბუნიაზე თავდასხმის ორგანიზებაზე ის ეჭვები, რაც საერთაშორისო ჟურნალისტებმა გამოთქვეს... არაფერს გამოვრიცხავ. მე ვფიქრობ, ეს პოლიტიკური ძალები ყველაფერზე არიან წამსვლელები, მათ შორის, ტერორისტულ აქტებზე", - აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, კობახიძის განცხადებით, იმის თქმის საფუძველს, რომ გავრილოვი, ენმ და ევროპული საქართველო ერთად მოქმედებდნენ, აძლევს სტამბიდან მიღებული ინფორმაცია, რომ ოპოზიციამ 10 დღით ადრე დაბეჭდა ტრანსფარანტები.

 


close დახურვა