logo
ENG



ზაპოროჟიეში სამოქალაქო ჰუმანიტარულ კოლონაზე სარაკეტო თავდასხმას 23 პირი ემსხვერპლა

30 სექ 202211:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/30/b8uxooczld679uc.png
Украина Online

დილით, რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს გასასვლელში სამოქალაქო ჰუმანიტარულ კოლონაზე  სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. დაბომბვის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა.

"ყველა მშვიდობიანი მოქალაქეა." - ამის შესახებ Telegram-ზე Zaporizhia OVA-ს თავმჯდომარემ ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა.

"ხალხი რიგში იდგა იმისათვის, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე წასულიყვნენ, რათა ახლობლები წამოეყვანათ და დახმარება მიეტანათ." - წერს სტარუხი.

მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვის დათვლა. მსხვერპლთა შორის, არიან მელიტოპოლის მცხოვრებლები.

შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.


close დახურვა