logo
ENG



ზელენსკის კრიტიკის შემდეგ, საგარეომ უკრაინისადმი "მხარდამჭერი აქტივობების" სია გამოაქვეყნა

01 მარ 202220:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/01/aix6sur2dyn9twf.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლომირ ზელენსკიმ და აგრეთვე საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს, ასევე გაიწვიეს ელჩი, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობამ ჩამოთვალა რა გაუკეთა უკრაინას. 

უკრაინის "მხარდამჭერი აქტივობების“ სია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნდა. ამ სიაში 6 პუნქტია და ერთ-ერთი ანძის განათებაა. 

"საქართველომ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მყისიერად დააფიქსირა მზაობა და განახორციელა ქვეყნის ჰუმანიტარული დახმარება სხვადასხვა მიმართულებით", - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

28 თებერვალს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში არ შემოუშვა ბორტი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა.

უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა იმედი გამოთქვა, რომ ღარიბაშვილი უკრაინაში ქართველი მოხალისეებისთვის ფრენის ნებართვას გასცემს. 

"მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად თბილისის აეროპორტში ფრენას ელოდებიან, იმედია, ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება. ევროპა ამას ელოდება". - დაწერა მან ტვიტერზე.

"თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!" - დაამატა შმიგალმა.  

უკრაინის პრზიდენტივოლოდიმირ ზელენსკმ თქვა, რომ საქართველოდან ელჩს გაიწვევს

მიზეზი მოხალისე ჯარისკაცებისთვის უკრაინაში გასამგზავრებლად დაბრკოლებების შექმნა და სანქციების შესახებ "საქართველოს ამორალური პოზიციაა". 

 

 

 

 


close დახურვა