logo
ENG



ზელენსკი: ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, ბახმუტის მიმართულებით 1100-ზე მეტი რუსი განადგურდა

12 მარ 202323:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/12/kr92o1lcan77j38.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, ბახმუტის მიმართულებით 1100-ზე მეტი რუსი ოკუპანტი განადგურდა.

"ერთ კვირაში ნაკლებ დროში - 6 მარტიდან - და მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით, 1100-ზე მეტი მტრის ჯარისკაცი განადგურდა - ეს არის რუსეთის შეუქცევადი დანაკარგები, დანაკარგები სწორედ იქ, ბახმუტის მახლობლად. გარდა ამისა, განადგურდა ათეულობით ერთეული მტრის ტექნიკა, დაიწვა ათზე მეტი რუსული საბრძოლო მასალის საცავი", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში, ბახმუტის მიმართულებით მტერმა 239 ოკუპანტი დაკარგა, 239 კი დაშავდა. დღის განმავლობაში 39 საბრძოლო შეტაკება მოხდა, ბახმუტის ფრონტის მთელ ხაზზე კი 161 დაბომბვა განხორციელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებით მიმდინარეობს, სადაც რუსი დაქირავებულთა და რეგულარული ჯარების თავდასხმის რაზმები განუწყვეტლივ უტევენ უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებს.


close დახურვა