logo
ENG



ზელენსკი: რუსეთი კიევში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს შემოსვლას, თუ ყველას გაგვანადგურებს

12 მარ 202219:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/12/gumn39fjhf8u9zq.png

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ჯარი კიევში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს შემოსვლას, თუ ყველა უკრაინელს გაანადგურებს.

"თუ იქნება ასობით ათასი ადამიანი ან ათობით ათასი სამხედრო, რომელსაც ახლა ამობილიზებს რუსეთი, და ისინი მოვლენ ასობით ან ათასობით ტანკზე - ისინი კიევში შემოვლენ. ჩვენ ამას ვხვდებით. თუ ისინი გააგრძელებენ ყველაფრის დაბომბვას და გადაწყვეტენ მთლიანად წაშალონ ამ რეგიონის ისტორიული ნაწილი - კიევის რუსეთის ისტორიის ნაწილი, წაშალონ ევროპის ისტორია - ისინი შემოვლენ კიევში. თუ ისინი ყველას გაგვანადგურებენ - ისინი შემოვლენ კიევში. თუ ესაა მიზანი, მაშინ შემოვიდნენ, მაგრამ ამ მიწაზე ცხოვრება თავად მოუწევთ, მარტოებს, ჩვენს გარეშე. ჩვენში მეგობრებს ვერ ნახავენ", - განაცხადა ზელენსკიმ საერთაშორისო მედიებთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

 


close დახურვა