logo
ENG



ზურაბიშვილი: ზელენსკი საქართველოში დავპატიჟე 18 ივლისს, შეხვედრისთვის მზადება დაწყებულია

24 ივნ 202100:11
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/24/yox58g5mmpdgngt.png

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩამოვა. ამაზე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრა 18 ივლისაა დაგეგმილი და ამისთვის მზადება უკვე დაწყებულია. 

"მე დავპატიჟე 18 ივლისს, უკვე მზადებაა ამ შეხვედრის. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ ჩვენ დავიწყებთ მუშაობას ძალიან კონკრეტულ საკითხებზე: სოცირებულმა ქვეყნებმა რა მხრივ შეიძლება წინ წაიწიონ ევროპასთან ინტეგრაციისკენ, სექტორალური ინტეგრაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები, შავ ზღვაზე რა შეიძლება გაკეთდეს... შავი ზღვის უსაფრთხოება ასევე ნატოსთან არის დაკავშირებული", - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

სალომე ზურაბიშვილი 23 ივნისს უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. 


close დახურვა