logo
ENG



ზურაბიშვილი: რუსეთის დაპირებების არასოდეს არ უნდა გჯეროდეს, იმიტომ, რომ გადაგაგდებს

01 ივლ 202318:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/01/8dvp9edoeklnd9f.jpg

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს რუსეთის დაპირებების არასოდეს არ უნდა სჯეროდეს.

"რუსეთის დაპირებების არ უნდა გჯეროდეს არასოდეს იმიტომ, რომ გადაგაგდებს. რუსეთთან ურთიერთობაში არასოდეს არ არის სწორი, რომ აგრძნობინო, რომ მისი გეშინია და რაღაცას უთმობ. რუსეთი არის იმპერიალისტური ძალა თავისი არსით და როგორც კი ეს კედელი ირღვევა და გრძნობს რომ შეუძლია შენზე წამოიწიოს, წამოიწევა და წამოიწევა არა მაინცდამაინც სამხედრო კუთხით, მაგრამ თავისი ფორმებით. ამიტომ, მუდამ საჭიროა რომ ჩვენ ადგილას ვიდგეთ, რაც საქართველომ შეძლო მთელ ამ პირობებში, თუნდაც ამ ხელისუფლების პირობებში დასაწყისში", - ამბობს ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფრენების აღდგენის არანაირი საბაბი არ არსებობდა.

"უცებ ვიწყებთ რაღაცა გაუგებარ დათმობის პოლიტიკას, მე ამას არ დავარქმევდი სტრატეგიულ მოთმინებას. მოთმინება მესმის, არაკონფრონტაცია მესმის, სიფრთხილეც მესმის, დათმობა არ მესმის, არანაირი საბაბი არ იყო იმისი, რომ აღდგენილიყო ეს ფრენები. მგონი არავის შეიძლება სჯეროდეს, რომ რუსეთის პუტინი იმდენად დაინტერესებულია ქართველების კეთილდღეობით რუსეთში, თუ აქ, რომ ფრენების აღდგენა საჭიროდ ჩათვალა.

ყველა ვხედავთ, რომ ეს არის რუსეთის სვლა, რომ რაღაცნაირად მოიპოვოს გავლენა საზოგადოებაზე, ვიღაცას მოეწონოს, ვიღაცამ შიგნით დაიწყოს დაპირისპირება", - აღნიშნა მან.

10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამასთან, პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის აკრძლვა მოუხსნა.


close დახურვა