logo
ENG



ზურაბიშვილი მამალაძის შეწყალებაზე: სინოდმა თავისი თქვა, მომეცით უფლება დავფიქრდე

05 ნოე 201911:45
3 წუთის საკითხავი
 
ntmievm42gf9hmn.jpg

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვს.  როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხი არის სენსიტიური და გადაწყვეტილების მისაღებად, მას დრო სჭირდება. 

"მამალაძის საკითხი არის მთელი საქართველოს საზოგადოებისთვის ძალიან სენსიტიური. ყველას აქვს თავის წარმოდგენა, უნდა შევიწყალო თუ არა. სინოდმა თავისი თქვა, მე მომეცით უფლება, რომ ჩემთვის და იმ წესებთან თანხმობაში, რაც იქნება ამ დღეებში მიღებული, მე დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. როდესაც იქნება მიღებული, დამერწმუნეთ, თქვენც გეტყვით და საზოგადოებასაც მოვახსენებ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდედენტმა შესაძლოა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული, დეკანნოზი გიორგი მამალაძე 23 ნოემბერს შეიწყალოს. 

 

 


close დახურვა