logo
ENG



ზურაბ ზვიადაურს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება

20 ივლ 202009:41
3 წუთის საკითხავი
clock 377

პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.

ზვიადაურს ჭრილობა გულმკერდის ქვეშ აქვს მიყენებული. ის ამ დროისთვის ახმეტის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული.

შეგახსენებთ, ყოფილი დეპუტატი გუშინ დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სუფრის წევრებს შორის ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


close დახურვა