logo
ENG



ზურაბ ჯაფარიძე: ეს, რაც მიხაილოს თავს ხდება, პოლიტიკურად მოტივირებულია

11 ნოე 202014:13
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბ ჯაფარიძე: ეს, რაც მიხაილოს თავს ხდება, პოლიტიკურად მოტივირებულია

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მუსიკოს მიხეილ თოდუას ციხეში დაბრუნების მოთხოვნას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ფორმულასთან საუბარში იგი ამბობს, რომ მიხაილო აქამდე უპრობლემოდ უკრავდა და მუშაობდა სხვადასხვა ღონისძიებაზე, პრობლემა კი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც გირჩთან დაუკრა. 

"დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს, რაც მიხაილოს თავს ხდება, პოლიტიკურად მოტივირებულია. ეს ადამიანი მუშაობდა, უკრავდა და პრობლემა არ ჰქონია. პრობლემები გაჩნდა მას შემდეგ, რაც გირჩის პარტიულ ღონისძიებაზე დაუკრა. რასაც ედავებიან, არის ის, რომ ერთ-ერთ დოკუმენტში რატომ წერიაო თანამდებობა ხმის ინჟინერი და რატომ არ წერია არტდირექტორი. 

აზრი რომ დაატანო, გასაგებია, რომ მიხაილო არავის ემალებოდა, ქვეყნის დატოვება არ უცდია და არც პრობაციის სამსახურს დამალვია. მიდიოდა და ანგარიშებს აბარებდა", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. 

პრობაციის ეროვნული სააგენტო შინაპატიმრობაში მყოფი მუსიკოსის საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნებას ითხოვს. მიზეზი 17 ოქტომბერს გირჩის პარტიულ ღონისძიებაში მონაწილეობაა, რაც პრობაციის სამსახურმა მას არასაპატიოდ ჩაუთვალა. პროცესი საქალაქო სასამართლოში 14 საათზე დაიწყო. პარალელურად, სასამართლოს ეზოში მუსიკოსის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

მიხაილო თოდუა ფიქრობს, რომ პრობაციის სააგენტოს ქმედება პოლიტიკური ინტერესებით არის განპირობებული.


close დახურვა