logo
ENG



ზურაბ ჯაფარიძის ბარი დღესაც 19:00 საათიდან იმუშავებს

14 თებ 202115:49
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბ ჯაფარიძის ბარი დღესაც 19:00 საათიდან იმუშავებს
ფოტო: ვახო ქარელი
ფოტო: ვახო ქარელი

ზურა ჯაფარიძის ბარი ჯაფარასთან კლიენტებს დღესაც 19:00 საათიდან მიიღებს - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა ინფორმაცია თავად გაავრცელა. 

ზურა ჯაფარიძის თქმით, უკანონო შეზღუდვების წინააღმდეგ დაუმორჩილებლობის აქციები გაგრძელდება.

"დღესაც გელოდებით, 19.00 საათიდან, აღმაშენებლის 45-ში. ეს ბარი არ დაემორჩილება არც ერთ შეზღუდვას, სანამ ყველა მათგანი არ მოიხსნება.

when injustice becomes law, resistance becomes duty - უცნობი ოსი ავტორი", - წერს ჯაფარიძე ფეისბუქზე

გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის ლიდერმა ბარი გუშინ, 13 თებერვალს გახსნა - როგორც ის ამბობს, დაწესებულება კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს არ ემორჩილება და კომენდანტის საათის დროსაც მუშაობს.

ბარი გუშინ გაიხსნა. შეზღუდვების დარღვევის გამო ზურა ჯაფარიძე 2000 ლარით დააჯარიმეს. ოპოზიციონერის თქმით, ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს. დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მას სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.


close დახურვა