logo
ENG



თავისუფლება დღეს ჩვენი - დროება

12 მარ 202320:42
3 წუთის საკითხავი
 

ვიდრე ახალი თაობა წამოგვეწეოდა, ქვეყნის მთავარ გამზირზე, თავისუფლების დასაცავად ან ისევ თავიდან მოსაპოვებლად მათი მშობლებიც იდგნენ… ოცნებამ ისევ საკუთარ თავს აჯობა და სამაგიეროდ საკუთარი თვალით მოულოდნელად. ევროპისკენ შეტრიალებული საქართველო იხილა …. ხელისუფლება ჩამსხვრეულ მინებზე და ახალგაზრდების ქცევაზე წუხდა. არბევდა, წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს ესროდა და მაინც ვერ შეაშინა… დაუმორჩილებელი შვილების მშობლები რუსთაველზე სუნთქვაშეკრულები ელოდნენ ახალი, გაბრაზებული და ნამდვილი ქართველი ევროპელი ახალგაზრდების თაობის გამარჯვებას გარუსებულ ხელისუფლებაზე… არც გაზი, არც წყალი, და არც ტყვიები ეყოთ. ძალადობრივი ხელისუფლება დამარცხდა. მრავალათასიან მანიფესტაციებზე ჩვენი დროის გმირის გიორგი ანწუხელიძის შვილებმა და მისმა თანატოლებმა გაიმარჯვეს.


close დახურვა