logo
ENG



თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები დააკავეს

11 მაი 202400:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/11/cw09faig1cx4a2l.jpg

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლეონიძის ქუჩაზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავების ოპერაციაში სპეცდანიშნულების რაზმიც მონაწილეობდა.

დაკავებულების ვინაობა და რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ერთ-ერთი მოქალაქე, ლექსო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ აქციის მონაწილეს ცოლთან ერთად სცემეს.

პოლიციამ რამდენიმე ადამიანი გუშინაც დააკავა. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ.


close დახურვა