ადგილი, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს, საავტომობილო გზის მახლობლადაა. მანქანა მინდორზე, ხეებთან დგას.
ამ დროისთვის ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ცხედარი ექსპერტიზაზე ჯერჯერობით არ გადაუსვენებიათ.
შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის ოჯახის წევრები მიემართებიან.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალეიშვილს 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ. გუშინ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ფონიჭალაში ცენტრალური გზა გადაკეტეს და განაცხადეს, რომ სამართალდამცველები არასათანადოდ მუშაობდნენ. საპროტესტო აქციის შემდეგ, შსს-ში განაცხადეს, რომ სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთვებოდა. არც ადგილობრივებს და არც ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ბაჩალიაშვილს თეთრიწყაროსთან. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ამ დრომდე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.