შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა.
„საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ერთ-ერთი მოქალაქის ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 181870.57 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (1205.86 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - ნათქამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.