თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსის მარეხ ბექაიას განცხადებით, ამჟამად, საავადმყოფოში არც ერთი მძიმე პაციენტი არ იმყოფება.
ბექაიას თქმით, გუშინ გაგზავნილი ანალიზებიდან კორონავირუსი ორ პაციენტს დაუდასტურდა.
„ამჟამად კლინიკაში სულ 43 პაციენტი იმყოფება. გუშინ გაგზავნილი იქნა ლუგარის ლაბორატორიაში 34 ნაცხი. მიღებულ იქნა 2 შემთხვევაში დადებითი პასუხი. პაციენტები გადადიან პროფილურ კლინიკაში. 2 დადებითი შემთხვევა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, დანარჩენები გადანაწილდებიან სხვადასხვა ჰოსპიტალებში. მძიმე არც ერთი პაციენტი არ გყვავს და არც რეანიმაციაში წევს პაციენტი“, - აცხადებს ბექაია.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კოროანვირუსი 195 პირს დაუდასტურდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4735 პირი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშაა 383 ადამიანი.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 39 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 2 პირი.
ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტები.
ჯანმომ ვირუსი პანდემიად გამოაცხადა.