თბილისის მერიის განცხადებით, 16 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, მოქალაქეებს ამცრელ პუნქტებთან მისასვლელად ტრანსპორტი დამატებით რამდენიმე მისამართზე მოემსახურება.
კერძოდ, ავტობუსი მოქალაქეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცის (კოსტავას 77) მიმართულებით, გლდანის VII-VIII მ/რაიონის შემაერთებელი გზიდან (პაიჭაძის ქ. პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორია), 10:00-დან 20:00-მდე გადააადგილებს.
შპს გაგუას კლინიკის (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) მიმართულებით, მგზავრებს 09:00-20:30 საათების განმავლობაში, მოემსახურება ავტობუსი, რომელიც გაივლის შემდეგ მარშრუტს: დიდი დიღომი IV მ/რ, კორპუსი #6-ის მოპირდაპირე ტერიტორიიდან - დ. - პაიჭაძის ქუჩამდე (პოლიკლინიკის მიმდებარედ).
ვაქცინაციის პროცესის პარალელურად, საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა 4 სექტემბრამდეა შეჩერებული.
მანამდე, 13 აგვისტოს თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია რომ ვაქცინაციის ძირითად ცენტრებამდე მისასვლელად მოქალაქეებს სპეციალური ავტობუსები მოემსახურებათ:
- სამედიცინო უნივერსიტეტის (ვაჟა-ფშაველას №33) მარშრუტზე მგზავრებს ავტობუსი 09:00-20:00 საათამდე მოემსახურება და გადაადგილდება მ/ს ტექნიკური უნივერსიტეტი (სპორტის სასახლის მიმდებარედ) - მერაბ კოსტავას ქ. (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცე, კოსტავას №77-დან მ/ს სახელმწიფო უნივერსიტეტამდე. უკუმიმართულებით: მ/ს სახელმწიფო უნივერსიტეტი - მ/ს ტექნიკურ უნივერსიტეტამდე (სპორტის სასახლის მიმდებარედ).
- შპს Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, "ჰუალინგი“) მარშრუტს მოემსახურება ავტობუსი 10:00-18:00 საათამდე და გადაადგილდება: მ/ს „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან - შპს Exspress Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, "ჰუალინგის" მიმართულებით). უკუმიმართულებით: შპს Exspress Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, "ჰუალინგიდან“) - მ/ს ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიამდე.
- შპს კავკასიის მედიცინის ცენტრი-საბურთალოს პოლიკლინიკა (დ. თავხელიძის №1) მიმართულებით მგზავრებს მოემსახურება ავტობუსი 09:00-18:00 საათამდე და გადაადგილდება მ/ს „სამგორიდან“ (ქვედა გასასვლელის მოპირდაპირედ) - მოსკოვის გამზირი - ქინძმარაულის პირველი შესახვევი (სს ევექსი ჰოსპიტალები - ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი (ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1) - ემირ ბურჯანაძის ქ. (ქინძმარაულის პირველი შესახვევის გადაკვეთის მიმდებარედ). უკუმიმართულებით: ემირ ბურჯანაძის ქ. (ქინძმარაულის პირველი შესახვევის გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან) - ქინძმარაულის პირველი შესახვევი (სს ევექსი ჰოსპიტალები - ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი (ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1)) - მოსკოვის გამზირი - მ/ს სამგორამდე (ქვედა გასასვლელის მოპირდაპირედ).
- სს ევექსი ჰოსპიტალების - ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის მიმართულებით (ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1) მგზავრებს მოემსახურება ავტობუსი 10:00-18:00 საათამდე და გადაადგილდება მ/ს „დიდუბიდან“ (ქვედა გასასვლელი) - ლუბლიანას ქ. (სს „ევექს ჰოსპიტალები“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გავლით ( ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6); შპს „გაგუას კლინიკა“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) - ლუბლიანას ქ. №19-ის მიმდებარე ტერიტორიამდე. უკუმიმართულებით: ლუბლიანას ქ. №19-ის მიმდებარედ - ლუბლიანას ქ.-დან (სს „ევექს ჰოსპიტალები“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო (თბილისი, ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6); შპს „გაგუას კლინიკა“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) – მ/ს „დიდუბემდე“ (ქვედა გასასვლელი).
- შპს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის მიმართულებით (თბილისი ალ. ყაზბეგის №16) ავტობუსი მგზავრებს მოემსახურება 09:00-20:30 საათამდე და გადაადგილდება თავისუფლების მოედნიდან - მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირი - შპს Exspress Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, "ჰუალინგამდე“). უკუმიმართულებით: შპს Exspress Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, "ჰუალინგიდან“) - თავისუფლების მოედნამდე.
- სს ევექს ჰოსპიტალები - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6) ავტობუსი მგზავრებს მოემსახურება 09:00-20:30 საათამდე.