logo
ENG



თბილისში მანქანის ქურდობის ფაქტებმა იმატა

07 თებ 202020:30
3 წუთის საკითხავი
clock 775

როგორ ბრუნდება საქართველოში 90-იანი წლების ტენდენცია. ქალაქის ცენტრალურ უბნებში, დღისით, ხალხმრავლობაში და პოლიციის შენობის მიმდებარედაც კი, მანქანებს ძარცვავენ. მხოლოდ გუშინ საბურთალოზე ასეთი სამი შემთხვევა მოხდა. არცერთი შემთხვევა დამნაშავის გამოვლენით და დაკავებით არ დასრულებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ ქურდობის სტატისტიკა საგანგაშოდ გაზრდილი არ არის. 

გუშინ, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გატეხეს სალომე ნინუას მანქანის საქარე მინაც. „ფორმულა ნიუსის“ წამყვანი აცხადებს, რომ მანქანა შუა დღეს ხალხმრავალ ადგილას, პოლიციის განყოფილებასთან ახლოს გააჩერა.

წუხელ თემქაზე კორპუსის ეზოში 2 ავტომანქანის საქარე მინა ჩაამსხვრიეს. ინციდენტის დროს განგაშის სიგნალი ჩაირთო, ამიტომ მანქანებიდან ვერაფრის წაღება მოასწრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქურდობის სტატისტიკა ქვეყანაში საგანგაშოდ გაზრდილი არ არის. საერთო ანგარიშში ავტომანქანების ძარცვა ცალკე დათვლილი არ არის, 2018 წელს 19, 732 ქურდობის ფაქტია დათვლილი - 2019 წელს კი - 20, 090.


close დახურვა