logo
ENG



თბილისში მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

11 იან 202020:26
3 წუთის საკითხავი
 
dyx5dbgv6ietvxj.png

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მოძრავ მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შსს-ს ინფორმაციით, დაჯახების შემდეგ  მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად სხეულის სხვადასხვა მსუბუქი დაზიანება მსუბუქი ავტომობილის მგზავრებმა მიიიღეს. სულ დაშავებულია ოთხი პირი, რომლებიც სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორმულას“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


close დახურვა