logo
ENG



თეთრი სახლის მახლობლად 4 ადამიანს მეხი დაეცა, მათგან 3 დაიღუპა

06 აგვ 202219:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/06/0c23ndm3xd8ybau.png
ფოტო: BBC

თეთრი სახლის მახლობლობად რამდენიმე ადამიანს მეხი დაეცა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

დაღუპულებს შორის 76 და 75 წლის ცოლ-ქმარი არიან, რომელიც ვაშინგტონში ქორწინების 56-ე იუბილეს აღსანიშნად ჩავიდნენ. დაღუპულია ასევ 29 წლის კაცი. რაც შეეხება დაშავებულს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ამერიკის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აშშ-ში ყოველ წელს დაახლოებით 40 მილიონი მეხი ეცემა, თუმცა იმის ალბათობა რომ მეხი ადამიანს დაეცეს მინიმალურია, ხოლო დაშავებულების 90% გადარჩენა ხერხდება. მომხდარს თეთრი სახლის ადმინისტრაციაც გამოეხმაურა და მწუხარება გამოთქვა.


close დახურვა