logo
ENG



თელ-ავივში სარაკეტო განგაშის გამო ოლაფ შოლცი აეროპორტიდან თავშესაფარში გადაიყვანეს

18 ოქტ 202300:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/18/6rkf2sbuf6zt98l.jpg

ისრაელში, თელ-ავივში სარაკეტო განგაშის გამო გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს აეროპორტიდან ევაკუაცია მოუწია. მედიის ცნობით, იმ დროს, როდესაც გერმანიის კანცლერი ეგვიპტეში გასამგზავრებლად ემზადებოდა, ის თავშესაფარში გადაიყვანეს.

სარაკეტო თავდასხმა გერმანიის კანცლერის თვითმფრინავის აფრენამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო, რის გამოც, მოხდა თვითმფრინავის ევაკუაცია. მედიის ცნობით, თავდასხმის დაწყებისას ოლაფ შოლცი უკვე ბორტზე იმყოფებოდა.

ცნობილია, რომ ევაკუაციის პროცესის დასრულების შემდეგ, გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის ოფისის წარმომადგენლებმა შეამოწმეს თვითმფრინავის მდგომარეობა, რის შემდეგაც გერმანიის კანცლერი თელ-ავივიდან ეგვიპტისკენ გაფრინდა.

***

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა