logo
ENG



თორნიკე მამალაძე: არც ერთი ეპისკოპოსი უარყოფს, რომ ეკლესიაში ჰომოსექსუალობაა

11 ნოე 201921:15
3 წუთის საკითხავი
 
ui5w0xgth8mihac.png

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა" დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ მას ჰქონდა კითხვის ნიშნები რატომ არ ნახულობდა პატრიარქი მის ძმას.

დეკანოზის ძმის განცხადებით, მისი ვარაუდები გამართლდა და ეპისკოპოსები არ უარყოფენ, რომ ეკლესიაში ჰომოსექსუალური ურთიერთობები არსებობს. 

„ჩემთვის ძალიან დიდი კითხვის ნიშნები იყო რატომ არ ნახულობდა პატრიარქი ჩემს ძმას, რატომ არ მიდიოდა, რატომ არ იწყალებდა. მე ჩემი ვარაუდები მაქვს. ჩემი ვარაუდები გამართლდა იმ ფორმით, რომ ამ თემებზე დაიწყო ლაპარაკი, არა მხოლოდ მეუფე პეტრე, მეუფე ანტონიც ადასტურებს. შეიძლება, სახელებისა და გვარებს არ ამბობენ, მაგრამ ფაქტია, რომ არც ერთი ეპისკოპოსი უარყოფს, რომ ეკლესიაში ჰომოსექსუალობაა,“ - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდა, სადაც სინოდის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტისთვის მიემართათ.

 


close დახურვა